Fabrika, როგორც ევროპული შემოქმედებითი ცენტრების გაერთიანების Trans Europe Halles წევრი, წარმოგიდგენთ საერთაშორისო ონლაინ ჰაკათონს შემოქმედებითი ინდუსტრიებისთვის.
"თუ ხარ ხელოვანი, დეველოპერი, გრაფიკული დიზაინერი, ღონისძიებების ორგანიზატორი, კულტურის სფეროს წარმომადგენელი და გინდა მომზადებული - ახალი შემართებითა და ციფრული უნარებით - შეხვდე სამყაროს, 1-3 მაისს, შეუერთდი შემოქმედებითი ინდუსტრიების 48 საათიან ონლაინ ჰაკათონში HackCreative:An Industry Transformed.
რა არის საჭირო რეგისტრაციისთვის?
თუ არ გაქვს ციფრული ტექნოლოგიაში გამოცდილება, არ იდარდო. მონაწილეობისთვის გჭირდება მხოლოდ ინტერესი, იმუშაო ახალ გადაწყვეტებზე და 48 საათი დაუთმო შენი იდეის დამუშავენას სხვადასხვა შემოქმედებითი დარგების პროფესიონალებთან ერთად. შაბათ-კვირის განმავლობაში გამოცდილი მენტორების და ინდუსტრიის ექსპერტების დახმარებით მონაწილეები შეისწავლიან, შექმნიან და გააზიარებენ თავიანთ იდეებს.
ვინ უხელმძღვანელებს ვორკშოპს?
ვორქშოპს უხელმძღვანელებენ წამყვანი პროფესიონალები -
● Alex Antolino (ესპანეთი), Typeform-ის კრეატიული დირექტორი.
● Birgitta Persson (შვედეთი), Point of Value- ს COO და Olivearte Cultural Agency-ს დირექტორი;
● Sebastien Toupy (ნიდერლანდები), სტარტაპ ურთიერთობების ხელმძღვანელი The Next Web-ში;
● Līna Marta Sarma (ლატვია), კომპიუტერული მეცნიერი, ჰაკათონის ვეტერანი და TechHub Riga– ს ყოფილ აღმასრულებელ დირექტორი;
● Egita Poļanska (ლატვია), Startup Wise Guys- ის მენეჯერი;
● Edgars Zvirgzdiņš (ლატვია) Associates, Partners et Sons -ის დამფუძნებელი, ბრენდინგის, პროდუქტისა და გრაფიკული დიზაინის სპეციალისტი.
რეგისტრაცია უნდა გაიარო ჰაკათონის საიტზე: hackcreative.org
ღონისძიების ფბ ბმული: https://www.facebook.com/events/571130720173681
სამუშაო ენა: ინგლისური", – წერია ინფორმაციაში.