მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

1 აპრილიდან 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი იკრძალება;

ფასების კონტროლის პარალელურად მთავრობა შედარებით დაბალბიუჯეტიანი ავტომობილების შემოყვანას კრძალავს. მთავრობის სხდომაზე პირველი აპრილიდან 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტის აკრძალვა დაანონსდა და მიზეზად ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობის მკვეთრი ზრდა და ეკოლოგიური ვითარების გაუარესებაა დასახელებული. ავტოიმპორტიორები მთავრობის ინიციატივის ეფექტს ნეგატიურს ელიან. ამბობენ, რომ გადაწყვეტილება ბიზნესს ერთი მხრივ ბრუნვას და საერთო სურათში იმპორტის მნიშვნელოვნად შეუმცირებს და მეორე მხრივ მომხმარებელს ახლადიმპორტირებულთან ერთად ადგილობრივ ბაზარზე ავტომობილების ფასი მნიშვნელოვნად გაუძვირდება. სექტორის წარმომადგები ამბობენ, რომ ამ შეზღუდვას ნეგატიური გავლენა ექნება რეექსპორტზეც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები