მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1 აპრილიდან საბავშვო გასართობი ცენტრები და კინოთეატრები ამოქმედდება

60533b3cd4866
ვიქტორია მღებრიშვილი
18.03.21 15:33
1545
1 აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება საბავშვო გასართობ ცენტრებსა და კინოთეატრებს ექნებათ - აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო.

ამასთან, ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის ფარგლებში ხვალიდან - 19 მარტიდან კვების ობიექტებში ცოცხალი მუსიკა დასაშვები იქნება;

აღსანიშნავია, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით რიგ სპორტულ ღონისძიებებზე მაყურებლები შეზღუდული რაოდენობით დაიშვებიან, კერძოდ:

28 მარტს დაგეგმილია საქართველო - ესპანეთის საფეხბურთო მატჩზე მაყურებელთა დასწრება დისტანციის დაცვით და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით იქნება შესაძლებელი. სტადიონზე დაშვებული იქნება მაყურებელთა 30%.

ასევე იმართება ძიუდოში გრანდ-სლემი, რომელზეც დაიშვება მაყურებელთა 30%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები