მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1-ელ მარტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონი ამოქმედდება - რამდენად მზად ვართ?

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი მიმდინარე წლის 1 მარტიდან კერძო სექტორს ახალ მოთხოვნებს უწესებს. კანონი ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ჩართულნი არიან პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში. კომპანიებს საკმაოდ ცოტა დრო რჩებათ იმისთვის, რომ კანონის ამოქმედებამდე შესაბამისობაში მოიყვანონ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მათ მიერ დანერგილი პრაქტიკა. კანონთან შესაბამისობაში მოყვანა გულისხმობს სხვადასხვა წერილობითი პოლიტიკა-პროცედურების შემუშავებას, მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნას, მონაცემთა დამუშავებაში ჩართული თანამშრომლებისთვის ტრენინგების ჩატარებას, მომსახურების გამწევ კონტრაქტორებთან მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული შეთანხმებების გაფორმებას და ა.შ. კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის მნიშვნელოვნად მკაცრდება პასუხისმგებლობაც. როდის ამოქმედდება ახალი რეგულაციები და ვისთვის რა იცვლება ახალი კანონით?

სტუმარი: ნინო ყველაიძე - "გრანთ თორთონის" იურისტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები