მომავალი წლიდან დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ფართოვდება. კერძოდ, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი გაორმაგდება და 15 000-დან 30 000 ლარამდე გაიზრდება. სისტემა ამჟამად საბანკო სექტორში არსებულ 52.3 მილიარდის დეპოზიტებს ფარავს. აქედან 26,8 ფიზიკური პირების, 25,4 კი იურიდიული პირების დეპოზიტებია.
ბანკების მიერ ყოველთვიური შენატანი კი, სისტემაში 3.6 მლნ ლარს აღემატება. ხომ არ გახდება ბანკებისთვის დეპოზიტების დაზღვევის ყოველთვიური გადასახადი წნეხი, როგორ აისახება ეს დეპოზიტების სარგებელზე და რა მოცულობის დეპოზიტების დაზღვევაა სამიზნე მაჩვენებელი?
სტუმარი: ლევან თოდუა - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელი