1-ელი ივლისის დაგეგმილი ღონისძიებების ანონსი შემდეგია:
10:00 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის დებულების შემუშავება; მომხსენებელი: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - გიორგი ჩაკვეტაძე.
10:00 საათზე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დებულების შემუშავება; მომხსენებელი: თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე - ალექსანდრე ტაბატაძე.
10:00 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა ლომინაძის, ვლადიმერ კახაძის, ზაალ მიქელაძის, ირმა ზავრადაშვილის, სალომე ჯინჯოლავას, ლიკა შარტავას, რამინა (რიმა) ბერაძის, გენრიეტა წიწავას, ლევან მაჭავარიანის, ალექსანდრე დალაქიშვილის, ირაკლი კირცხალიას, ირაკლი შატაკიშვილის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის, ირაკლი ჭეიშვილის, გიორგი სოსიაშვილის, ზურაბ რურუას, დათო კოდუას, ვარლამ ლიპარტელიანის, იოსებ ჯორბენაძის, ედიშერ თოლორაიას, ალუდა ღუდუშაურის, არჩილ ბერიძის, ირაკლი ხელაძის, თორნიკე ბერეკაშვილის, ბეჟან წაქაძის, სუმბატ კიურეღიანის, ნინო წილოსანის, ეკა ჭიჭინაძის, ანზორ ბოლქვაძის, გიორგი გუგუჩიას, დავითი შერაზადიშვილის, ზვიად შალამბერიძის, გრიგოლ აბესაძის, იმედა ნიკურაძის, გიორგი ჩაკვეტაძის, ნოდარ ტურძელაძის, ეკა სეფაშვილის, დავით მათიკაშვილის, აკაკი ალადაშვილის, თენგიზ შარმანაშვილის, ვასილ ჩიგოგიძის, ზაალ დუგლაძის, ნიკოლოზ სამხარაძის, სავალან მირზოევის, გიორგი ხახუბიას, დავით კაჭარავას, ლაშა ტალახაძის, გენო პეტრიაშვილის, მაია ბითაძის, გიორგი ბარვენაშვილის, დიმიტრი ხუნდაძისმიერ საკანონდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტების „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენით დაჩქარებული წესით განხილვა (07-3/76/11; 25.06.25); ინიციატორები: საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა ლომინაძე, ვლადიმერ კახაძე, ზაალ მიქელაძე, ირმა ზავრადაშვილი, სალომე ჯინჯოლავა, ლიკა შარტავა, რამინა (რიმა) ბერაძე, გენრიეტა წიწავა, ლევან მაჭავარიანი, ალექსანდრე დალაქიშვილი, ირაკლი კირცხალია, ირაკლი შატაკიშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ირაკლი ჭეიშვილი, გიორგი სოსიაშვილი, ზურაბ რურუა, დათო კოდუა, ვარლამ ლიპარტელიანი, იოსებ ჯორბენაძე, ედიშერ თოლორაია, ალუდა ღუდუშაური, არჩილ ბერიძე, ირაკლი ხელაძე, თორნიკე ბერეკაშვილი, ბეჟან წაქაძე, სუმბატ კიურეღიან, ნინო წილოსანი, ეკა ჭიჭინაძე, ანზორ ბოლქვაძე, გიორგი გუგუჩია, დავითი შერაზადიშვილი, ზვიად შალამბერიძე, გრიგოლ აბესაძე, იმედა ნიკურაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, ნოდარ ტურძელაძე, ეკა სეფაშვილი, დავით მათიკაშვილი, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, ზაალ დუგლაძე, ნიკოლოზ სამხარაძე, სავალან მირზოევი, გიორგი ხახუბია, დავით კაჭარავა, ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი, მაია ბითაძე, გიორგი ბარვენაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე; მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე; წამყვანი კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი; კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირები: ქეთევან მჭედლიშვილი, მანანა კრავეიშვილი; 2. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტის განხილვა; მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე; 3. სხვა საორგანიზაციო საკითხები.
10:30 საათზე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი (პროექტი): საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ; მომხსენებელი: გელა სამხარაული – საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
10:30 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ გორდულაძის, თორნიკე ჭეიშვილის, ალუდა ღუდუშაურის, რატი იონათამიშვილის, დავით მათიკაშვილის, თენგიზ შარმანაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის, აკაკი ალადაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ და საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ; 2. საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ გორდულაძის, თორნიკე ჭეიშვილის, რატი იონათამიშვილის, ალუდა ღუდუშაურის, დავით მათიკაშვილის, თენგიზ შარმანაშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის, გურამ მაჭარაშვილის, აკაკი ალადაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; 3. საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ გორდულაძის, თორნიკე ჭეიშვილის, რატი იონათამიშვილის, ალუდა ღუდუშაურის, დავით მათიკაშვილის, თენგიზ შარმანაშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის, გურამ მაჭარაშვილის, აკაკი ალადაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’ და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები; 4. საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ გორდულაძის, თორნიკე ჭეიშვილის, რატი იონათამიშვილის, ალუდა ღუდუშაურის, დავით მათიკაშვილის, თენგიზ შარმანაშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის, აკაკი ალადაშვილი მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
11:00 საათზე, კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის დებულების შემუშავება; მომხსენებელი: კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი გაბუნია.
11:00 საათზე, სპორტის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: სპორტის კომიტეტის დებულებაში ცვლილების პროექტის განხილვა; მომხსენებელი - ვიქტორ სანიკიძე, კომიტეტის თავმჯდომარე.
11:00 საათზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის შესაბამისად, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დებულებაში ცვლილებების შეტანა; (პასუხისმგებელი პირი კომიტეტის აპარატიდან: რ. ხიზანიშვილი; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი, საქართველოს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე.
11:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დებულებაში ცვლილების შეტანა; მომხსენებელი: დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე - შოთა ბერეკაშვილი.
11:00 საათზე, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი (პროექტი): საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დებულების შემუშავება; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი.
11:00 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ხახუბიას, სალომე ჯინჯოლავას, გოდერძი ჩანქსელიანის, ვარლამ ლიპარტელიანის და ზაურ დარგალის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა; მომხსენებელი: გიორგი ხახუბია - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1. საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დებულების განხილვა და დამტკიცება; მომხსენებელი: ვარლამ ლიპარტელიანი - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
12:00 საათზე, რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
15:00 საათზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დებულების შემუშავება; მომხსენებელი: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი.




























