მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

1-ელი მარტიდან უცხოელ კადრებს შრომითი ნებართვის აღება მოუწევთ - ბიზნესი რეგულაციის ბუნდოვანებაზე საუბრობს

უცხოელი კადრები

პირველი მარტიდან საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების წესები მკაცრდება, თუმცა ბიზნესსექტორი აცხადებს, რომ ახალი რეგულაციები ბევრ კითხვას აჩენს. მათი თქმით, მთავარი პრობლემა არა თავად კონტროლი, არამედ ის „ბუნდოვანი კრიტერიუმებია“, რომლებითაც სახელმწიფო გადაწყვეტს მისცეს თუ არა კომპანიას კადრის აყვანის უფლება.

Insource-ის მმართველი პარტნიორი, მედეა ტაბატაძე ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე კრიტიკულ გარემოებაზე, რომელიც დამსაქმებლებისთვის პროცესს ართულებს. მისი თქმით, კანონი სამინისტროს უფლებას აძლევს, კომპანიას უცხოელის დასაქმებაზე უარი უთხრას იმ მიზეზით, რომ ბაზარზე მოცემულ პროფესიაზე ისედაც ბევრი კადრია. თუმცა ვინ და როგორ ზომავს ამ „სიჭარბეს“, უცნობია.

“რასაც ეს კანონი დამსაქმებელს გაურთულებს მოცდის პერიოდია. 30 დღე მოუწევს ლოდინი, რომ უცხოელის დასაქმებაზე ნებართვა მიიღოს. ამას გარდა, არ არის მკაფიო კრიტერიუმები გაწერილი. მაგალითად, ვერსად ვერ ვნახე, რა არის ის კრიტერიუმები, როდესაც სამინისტრო კომპანიას უარს ეტყვის, რომ ჭარბი მიწოდებაა მაგალითად იმ პროფესიაზე, რომელზეც განაცხადია გაკეთებული. რით განსაზღვრავს რომ ჭარბია მიწოდება? რაოდენობრივით, თუ ხარისხობრივი მაჩვენებლებით? ასევე შეიძლება ახლა დიდი წნეხი არ იყოს, ერთ თანამშრომელზე განაცხადის გაკეთება, მაგრამ გარკვეული ფინანსური ვალდებულება ჩნდება.

ერთის მხრივ, ეს ინიციატივა ცალკე რომ აიღო და შეხედო, არ არის ცუდი, უბრალოდ აუცილებელია მკაფიოდ იყოს გაწერილი წესები. რას ნიშნავს პროფესიაზე მოთხოვნის სიჭარბე, როგორ გავზომავთ ამას და როდის მიიღებს დამსაქმებელი უარს.

კარგი იქნებოდა ამ კუთხით უფრო მეტი სიცხადე, რომ კომპანიებმა შეძლონ დაგეგმონ, თუ როდის დაიქირავებენ უცხოელს და სჭირდებათ თუ არა, რომ ასეთი პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ თავზე”, - ამბობს Insource-ის მმართველი პარტნიორი მედეა ტაბატაძე.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები