„ტურისტი უნდა ჩამოდიოდეს და არ უნდა ეშინოდეს, სად მოდის და ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს, საიდან მოდის“, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე კითხვას, რომელიც 1 ივლისიდან საერთაშორისო ტურისტების მისაღებად საქართველოს მზაობას შეეხებოდა.
„ყველაფერი იქნება მაქსიმალურად კონტროლირებადი“, - აღნიშნა მან.
მედიამ პაატა იმნაძეს კიდევ რამდენიმე კითხვა დაუსვა.
- გვაქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა მზად, რომ ტურისტებს უსაფრთხოდ დავხვდეთ?
- მე მგონი, აქამდე კოორონა ვირუსს არ დავხვდით ცუდად, ხომ?!
- კონკრეტული რეკომენდაციები თუ არსებობს, როგორ ვხვდებით ტურისტებს?
- მიმდინარეობს მუშაობა. პირველ ივლისამდე ჯერ კიდევ შორია. პირველ ივლისამდე ჯერ კიდევ შეიძლება რაღაცეები დალაგდეს, შეიცვალოს, გადალაგდეს. ასე რომ, ყველაფერს თავის დროზე მოგახსენებთ.
შეგახსენებთ: 15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება, ხოლო საერთაშორისო ტურისტების მიღებას მთვრობა 1 ივლისიდან გეგმავს.