მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1 ივნისიდან საქართველო სახმელეთო საზღვრებს ხსნის

60acb6f339957
ვიქტორია მღებრიშვილი
25.05.21 12:34
1218
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 1 ივნისიდან სახმელეთო საზღვრები გაიხსნება.

ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძე საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ სახმელეთო საზღვრიდან ქვეყანაში შემოსვლისას, რეკომენდებულია, პირს ჰქონდეს დაზღვევა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, კოვიდხარჯებს დაფარავს.

„უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე სახმელეთო საზღვრების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რაც პირველი ივნისიდან ამოქმედდება. სახმელეთო საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და PCR ტესტის უარყოფითი პასუხით ან მხოლოდ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხით და ამ შემთხვევაში, პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, ვალდებულნი იქნებიან, მომდევნო 72 საათში განმეორებითი ტესტი ჩაიტარონ. ასევე რეკომენდაციაა გაცემული, რომლის მიხედვით, ყველა ვიზიტორს უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც კოვიდთან დაკავშირებულ ხარჯებს ფარავს.

იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთაც ქვეყნის საზღვრის კვეთა ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხით შეეძლებათ, ემატება კანადა, იაპონია, ქუვეითი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, მოლდოვა და ომანი“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები