მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

1 ივნისს, LIB.GE სივრცე წარმოგიდგენთ საბავშვო შემეცნებით ფესტივალს - ,,კითხვა-კითხვით"

1 ივნისს, LIB.GE სივრცე წარმოგიდგენთ საბავშვო შემეცნებით ფესტივალს - ,,კითხვა-კითხვით
22.05.26 12:00
775

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს LIB.GE სივრცე წარმოგიდგენთ საბავშვო ფესტივალს - ,,კითხვა-კითხვით". ფესტივალი წიგნისა და თამაშის ერთდღიანი დღესასწაულია, სადაც მოსულ ბავშვებს თანამედროვე ავტორები ელოდებიან. ფესტივალის გენერალური სპონსორია ფარმაცევტული კომპანია ,,ავერსი’’, პარტნიორები - Cavea Cinemas, გამომცემლობა პალიტრა L და მულტიფუნქციური საბავშვო სივრცე ,,თამაშობანა’’.

პირველი ფესტივალი სიმბოლურად დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებს მიეძღვნება.

ღონისძიება გაიმართება საბურთალოს სითი მოლის კავეაში,მეორე დარბაზში, ხოლო გარე სივრცეში გელოდებათ საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის კალიგრაფიის მასტერკლასი, პალიტრა სტუდიას ხატვის მასტერკლასი, ბიბლუსისა და პალიტრა L-ის წიგნების გამოფენა-გაყიდვა ფასდაკლებით,ფოტო-ზონები და საჩუქრები ფესტივალის მეგობრებისგან.მოსულ სტუმრებს დახვდებათ ავერსის საბავშვო ბრენდების გასართობი აქტივობები და პატარებისთვის მოეწყობა გათამაშება.

ალექსანდრე ლორთქიფანიძე იქნება ბავშვების მეგზური სხვადასხვა განყოფილებაში, სადაც შეხვედრა-საუბრები, შემეცნებითი თამაშები და სხვა არაერთი საინტერესო ამბავი გელით.

ღონისძიება ორ ნაწილად იყოფა: პირველი ნაწილი, 15:00-16:30 საათებში გაიმართება და 5-11 წლამდე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. ამ ნაწილში გიორგი კეკელიძე ისაუბრებს კუპატას თავგადასავალზე, ირმა მალაციძესთან ერთად შექმნით ზღაპარს, იხილავთ ,,თამაშობანას" სახალისო შესვენებას,რომლის მოდერატორი თემო გერაძე იქნება.

მეორე ნაწილი განკუთვნილია 12-15 წლის მოზარდებისთვის და 16:30-18:00 საათის ჩათვლით გაიმართება.იხილავთ ,,თამაშობანას" შემეცნებით პროგრამას, გიორგი კეკელიძე წიგნის ძალაზე ისაუბრებს, ნათია ფანჯიკიძე კი გამართავს საინტერესო დიალოგს - ,,შენი საიდუმლო კითხვა ფსიქოლოგს" - ამ კითხვების დასმას მონაწილეები შეძლებენ ღონისძიებამდე LIB.GE-ს ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ გუგლ-ფორმის მეშვეობით.

ფესტივალის სპონსორები არიან: ჯიპიაი ჰოლდინგი,ზუმერი,ნამი8,ბამბინო.

მხარდამჭერები: ბებე+,ბიბლუსი,ძველი სუფრა,პალიტრა სტუდია,კამარა,საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია,მინისო.

მედია მხარდაჭერა: BMG, Marketer.ge, TV Pirveli

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები