მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“1 კგ იმპორტირებული თიხა 3.30 ლარამდე გაძვირდა, ფასებს ჩვენც გავზრდით - “ნარი კერამიკის სტუდია”

645a0b643962c
ლიკა გურაბანიძე
09.05.23 19:28
619
კერამიკის მწარმოებელ კომპანია “ნარი კერამიკის სტუდია”-ში გაძვირებული იმპორტირებული ნედლეულის გამო, ფასებს ზრდიან. თუმცა, რამდენით ამას ამ ეტაპზე BMG-სთან საუბრისას კომპანიაში ვერ აკონკრეტებენ. კომპანიის დამფუძნებლის თამარ საბახტარიშვილის თქმით, ეს კომპანიის მოგებაზე უარყოფითად აისახება.

“ფასების მატება გარდაუვალია, ფასის ზრდა მომხმარებლების დაკარგვას იწვევს. შესაბამისად, ის რომ იმპორტირებულ პროდუქციაზე ვართ დამოკიდებულები ეს ბიზნესისთვის დამაზიანებელია. საქართველოში შესაბამისი ხარისხის პროდუქცია ვერ მზადდება, ბაზარი თვითმყოფადი არაა. აქედან გამომდინარე, იმპორტზე ვართ დამოკიდებულები. თუ 1 კგ იმპორტირებული თიხა ამ დრომდე 2.50 ლარი ღირდა, ახლა 3 ან 3.30 ღირს. ამ ნედლეულის გარეშე კერამიკის სტუდიის არსებობა წარმოუდგენელია, ფასები მომატებულია საჭირო საღებავებზეც.” - აღნიშნა საბახტარიშვილმა.

მისივე განმარტებით, საქართველოში მცირე ბიზნესების ხელშეწყობა საშეღავათო პირობების ნაწილში მეტად უნდა ხდებოდეს.

“ჩვენთვის გამოწვევაა ის, საგადასახადო სისტემა რაც ქვეყანაშია და ვთვლი, რომ მცირე ბიზნესებისთვის სხვა შეღავათები უნდა იყოს. ძალიან კარგი შეღავათია ის, რომ საშემოსავლოს 1%-ს ვიხდით, თუმცა, სხვა მხრივ იმხელა გადასახადებია, რომ ეს ჩვენნაირი ბიზნესებისთვის ნამდვილად გამოწვევაა,” - განმარტა, “ნარი კერამიკის სტუდიის” დამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები