მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“1 კგ კალმახი 10 ლარით გაძვირდა” - სოფო დიასამიძე

6335ac5244d7e
ლიკა გურაბანიძე
04.10.22 08:30
1349
ზემო აჭარაში მოშენებული საკალმახე მეურნეობის “სოფოს კალმახის” დამფუძნებელი სოფო დიასამიძე BM.GE-სთან ამბობს, რომ ტურიზმის გამოცოცხლების ფონზე, ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნის გამო გაჩენილმა დეფიციტმა და იმპორტირებული საკვები პროდუქციის გაძვირებამ ადგილობრივ კალმახზე ფასების მატება გამოიწვია. ბოლო პერიოდში კომპანიაში ფასები საშუალოდ 10 ლარით გაიზარდა.

“თუ მაისში 1 კგ კალმახის ფასი 15 ლარი იყო, ზაფხულში 25 ლარი შეადგინა. თუ ქვეყანაში კალმახის წარმოება გაიზრდება, ფასიც დასტაბილურდება", - განმარტა სოფო დიასამიძემ.

როგორც მან აღნიშნა, კომპანიები ზაფხულის სეზონს წელს მოუმზადებლები შეხვდნენ.

“მოთხოვნა ვერ დავაკმაყოფილეთ. თუ ქვეყანაში ადგილობრივი წარმოება გამართული არ იქნება, შედეგსაც ვერ დავდებთ. სწორედ უცხოელების დიდი რაოდენობით შემოსვლამ გვიჩვენა, რომ ადგილობრივი კალმახი ქვეყანაში დეფიციტურია. ყველამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს. ბიზნესმა სამეწარმეო პროცესი სწორად უნდა წარმართოს, ხოლო სახელმწიფოს როლს ვხედავ იმაში, რომ შესაბამისი ლაბორატორიები უნდა გვქონდეს", - განაცხადა დიასამიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები