მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1 კვირაში მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარების წესი ამოქმედდება

BM.GE
19.04.22 13:21
940
ერთ კვირაში, საქართველოში მართვის მოწმობის რეალურ პირობებში ჩაბარება სავალდებულო გახდება. პარლამენტმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს სამი მოსმენით დაუჭირა მხარი. რეგულაციის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ხდება ორეტაპიანი. პირველი ეტაპი ჩატარდება დახურულ საგამოცდო მოედანზე, როგორც ეს ამჟამადაც ხდება, ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ჩატარდება, წინასწარ შერჩეულ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე. რა შედეგებს მოიტანს რეგულაცია და რა როლს ითამაშებს საგზაო უსაფრთხოების კუთხით რეგულაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები