მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

1 კვირაში შვეიცარიის პოლიცია საქართველოში დამზადებულ უნიფორმებს ჩაიცვამს

5ced491d982fa
თელარა გელანტია
28.05.19 18:43
1294
საქართველოში შვეიცარიის პოლიციისთვის უნიფორმები შეიკერა.

შეკვეთას სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი, კომპანია "ელსელემა" ასრულებს, რომელიც პოლიციისთვის განკუთვნილ ჯავშანჟილეტებს და აქსესუარებს დამკვეთს ერთ კვირაში მიაწვდის.

როგორ სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ქართული კომპანია მრავალი წელია წარმატებით ასრულებს სახელმწიფო შეკვეთებს ძალოვანი და სხვა სტრუქტურებისათვის; აწარმოებს ყველა სახის სპეციალური დანიშნულების ტანსაცმელს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროსათვის.

„2011 წლიდან პარალელურად დაიწყო ექსპორტი საერთაშორისო ბრენდების “KOTON”, “MONCLER” “DAMAT და „CHAMELEON“ პროდუქციის წარმოებით.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში, კომპანიამ ლანჩხუთში ახალი საწარმოო სიმძლავრეების ამოქმედება შეძლო, რომლის შედეგადაც გაიზარდა წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტი და რაოდენობა. საწარმოში ამჟამად დასაქმებულია 120-ზე მეტი ადამიანი.

შპს „ელსელემა“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარ­გლებში, ფინანსური, მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადა­ფი­ნა­ნსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 1.2 მლნ ლარს შეადგენს“, - ნათქვამია სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები