მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

1 ლარად ქონების გადაცემა სასტუმროს მშენებლობისთვის – "აწარმოე საქართველო" ახალ იდეაზე მუშაობს

5cf26f29426a3
დავით ჯალაღონია
01.06.19 16:40
3467
სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორის მიხეილ ხიდურელის განცხადებით, ამ ეტაპზე უწყება ახალ ინიციატივაზე მუშაობს, რომელიც რეგიონებში სასტუმროების მშენებლობისთვის სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაცემას ეხება.

როგორც მან BM.GE–ს განუცხადა, აღნიშნული მექანიზმით, წყალტუბოში მშენებლობით დაინტერესებულ რამდენიმე ინვესტორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"წყალტუბო ჩვენს პრიორიტეტად რჩება. ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს პოტენციალი. ახლა მიდის ძალიან კონკრეტული სამუშაოები ეკონომიკის სამინისტოში, რომ რაღაც ახალი ინიციატივებით მოხდეს ძალიან სწრაფად წყალტუბოს განვითარება. მოლაპარაკებები მიდის რამდენიმე ინვესტორთან, რომელიც დაინტერესებულია ბალნეოლოგიური კურორტებით, თუმცა ამ ახალი ინიციატივების შესახებ სწორი იქნება, განცხაებები სამინისტროსგან გაკეთდეს“, – განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

რაც შეეხება ქონების ერთ ლარად გადაცემის საკითხს, როგორც სააგენტოს დირექტორი განმარტავს, ამ ინიციატივაზე მუშაობა მიმდინარეობს.

"ეს არის ჩვენი ინიციატივა, რომ იმ ადგილებში, სადაც სახელმწიფოს ინტერვენცია საჭიროა და აქ რა თქმა უნდა, არ იქნება ბათუმი და თბილისი, მოვახდინოთ ამ ხელშეწყობის მექანიზმის გააქტიურება, რადგან ეს საშუალებას მისცემს ინვესტორებს, რომ დამატებითი მექანიზმი ჰქონდეთ, რომ ინვესტიცია განახორციელონ", – აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები