მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"1 ლარი და 1 თეთრი" – "საქართველოს ფოსტა" და "ჯორჯიან ეარვეისი" ერთობლივ პროექტს იწყებენ

5d3ea83018660
თელარა გელანტია
30.07.19 09:00
6530
„1 ლარი და 1 თეთრი“ – ასე ჰქვია „საქართველოს ფოსტის“ და „ჯორჯიან ეარვეისის“ ერთობლივ პროექტს.

შესაბამის უთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს დღეს, 11:00 საათზე, ტექნოპარკში „საქართველოს ფოსტა“ და „ჯორჯიან ეარვეისი“ მოაწერენ ხელს.

„პროექტი „1 ლარი და 1 თეთრი“ საშუალებას მისცემს ადგილობრივ მწარმოებლელბს 1 კგ. ტვირთი 1 ლარად და 1 თეთრად გაგზავნონ მსოფლიოს 17 ქვეყანაში. აღნიშნული ტარიფი მოიცავს სატერმინალო მომსახურების და ავიაგადაზიდვის საფასურს.

პროექტის მიზანია, საქართველოში ავიაგადაზიდვების ბიზნესის განვითარება და ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები