მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1 მაისის Covid-სტატისტიკა: ინფიცირების 72 ახალი შემთხვევა; გარდაიცვალა 3 ადამიანი

626e30d92db58
ვიქტორია მღებრიშვილი
01.05.22 11:02
704
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 287 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 617 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 670 PCR ტესტით. შედეგად, ვირუსით ინფიცირების 72 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 655 170 შეადგენს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 0.99%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე - 0.99% ხოლო 7 დღის მანძილზე - 0.85%.

განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან 161 პირი გამოჯანმრთელდა, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 637 198 გაიზარდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 810 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 72 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 41 შემთხვევა, აჭარაში - 8, იმერეთში - 7, ქვემო ქართლში - 5, შიდა ქართლში - 2, გურიაში - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 4, კახეთში - 1, მცხეთა-მთიანეთში -0, სამცხე-ჯავახეთში - 0, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 136 საიდანაც, 287 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 166, აჭარაში - 7, იმერეთში - 75. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 68 პირი, მათ შორის, თბილისში - 45, აჭარაში - 5, იმერეთში - 8. საცხოვრებელ ბინაზე ვირუსის მკურნალობის კურსს 849 პირი გადის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები