მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"1 მარტიდან, მხოლოდ იმ სარეკლამო შეტყობინებებს მივიღებთ, რომლებზეც თანხმობას განვაცხადებთ" - კახაბერ გოშაძე

კახაბერ გოშაძე

2023 წელს საქართველოს პარლამენტმა ინტენსიური მუშაობისა და განხილვების შემდეგ, მიიღო ახალი კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“. კანონი ემსახურება საქართველოში მონაცემთა დაცვის თანამედროვე ევროპული სტანდარტის დამკვიდრებას, რისთვისაც სამაგალითო რეგულაციას ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაცია - იგივე GDPR წარმოადგენს.

როგორც მონაცემთა დაცვის ექსპერტი და Contractor-ის მოწვეულმა ტრენერმა, კახაბერ გოშაძემ BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა, ახალი კანონი მონაცემთა დამუშავების პროცესში გამჭვირვალობას, მონაცემების გამოყენებისა და სუბიექტების მეტად აღქმადობას უზრუნველყოფს.

მისივე თქმით, აღნიშნული კანონი, კომპანიების მხრიდან ანგარიშვალდებულების დონეს გაზრდის, რათა მეტად გაითვალისწინონ სუბიექტი, სანამ მის პირად ინფორმაციებს გამოიყენებენ.

„ეს კანონი ეფუძნება GDPR-ს, რაც მომავალში ისეთ საკითხებში დაგვეხმარება, როგორიცაა საქართველოს, როგორც მონაცემთა დაცვის ადეკვატური დონის მქონე ქვეყნად აღიარებაში, რაც ევროკავშირის ფარგლებში აპრობირებული პრაქტიკაა და ქვეყნები ამგვარ სტატუსს ფლობენ.

1 მარტიდან, უკვე მივიღებთ მხოლოდ იმ სარეკლამო შეტყობინებებს, რომლებზეც ჩვენ განვაცხადეთ თანხმობა. მაგალითად, დღეს, თუ კომპანიას შეუძლია ტელეფონის ბაზიდან ტელეფონის ნომრის აღება და სარეკლამო სახის შეტყობინების გამოგზავნა, ეს ასე აღარ იქნება და თქვენს ნებაზე იქნება დამოკიდებული,“- აცხადებს გოშაძე.

მისი ინფორმაციით, პირდაპირი მარკეტინგის შინაარსი და მარკეტინგული შეტყობინების არსიც შეიცვალა და გაზრდილია. მაგალითად, დაბადების დღის მოლოცვაც, რომელიც ერთგვარი საკუთარი თავის შეხსენებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები