მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

1 მარტიდან უკრაინაში მოგზაურობა ID ბარათით იქნება შესაძლებელი

5c63ef13ad173
დავით ჯალაღონია
13.02.19 14:17
1642
პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს უკრაინაში და ასევე, უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობა გაუმარტივდებათ.

კერძოდ, როგორც პრემიერმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, მიმდინარე წლის 1 მარტიდან ორივე ქვეყნის მოქალაქეები მოგზაურობას მხოლოდ ID ბარათებით შეძლებენ.

„ჩვენ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვმუშაობდით ამ საკითხზე. ID ბარათებით გამარტივებული მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის კავშირების გამყარებას, ბიზნესის განვითარებასა და ტურისტული კავშირების გამყარებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები