მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

₾1 მილიარდი ქალაქების და კურორტების განვითარებისთვის - მთავრობა ახალ პროგრამას აანონსებს

BM.GE
18.04.23 18:22
174
მთავრობა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში კურორტების და ქალაქების განვითარებისთვის 1 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს, საიდანაც 200 მლნ ლარი წელს დაიხარჯება. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა 11 ქალაქი და კურორტი ჩამოთვალა, სადაც საჯარო ინფრასტრუქტურა განახლდება - ესენია ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთაში, სტეფანწმინდა, მესტია და ყაზბეგი. „ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ჩვენი ქვეყანა ეტაპობრივად გარდავქმნათ რეალურად ევროპული ტიპის სახელმწიფოდ. ეს უნდა იყოს კარგად მოვლილი, განვითარებული, ლამაზი სახელმწიფო, ქალაქები, რაიონები, სოფლები. აი, ეს არის ჩვენი გეგმა“, - თქვა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები