მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამით იუსტიციის სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით უკვე მილიონზე მეტი მიწის ნაკვეთი აზომა, სამუშაოების ნახევარი კი ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელდა.
პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, დღეში საშუალოდ 3 500 – 4 000 მიწის ნაკვეთი იზომება, დაახლოებით 2 700 კი - რეგისტრირდება. პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების დროს ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ამჟამად ქვეყანაში იუსტიციის 11 სახლის შენდება, რომელთა დასრულების შემდეგაც უწყება ყველა მნიშვნელოვან პუნქტში იფუნქციონირებს. როგორ მიმდინარეობს მიწის რეგისტრაციის პროცედურები?
სტუმარი: თეო ზაქარაშვილი - “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მთავარი იურისტი;