1 ოქტომბერს ქართველ მსმენელს დაუვიწყარი გამოცდილება ელოდება - ბრუნო მარსი „Starring Georgia-ს“ ფარგლებში თბილისში კონცერტს გამართავს. მსოფლიო ვარსკვლავი მსმენელის წინაშე „დინამო არენაზე“ წარდგება. ბრუნო მარსის კონცერტის მთავარი პარტნიორები არიან თიბისი და VISA.
კონცერტის ბილეთების გაყიდვა 20 ივნისს დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე და superapp-ში.
15 გრემის ჯილდოს, 4 Brit Awards-ის, 4 გინესის რეკორდისა და უამრავი მუსიკალური პრიზის მფლობელი ბრუნო მარსი თანამედროვე შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და გავლენიან არტისტად მიიჩნევა. ამერიკელი მუსიკოსის, მომღერლისა და მულტინსტრუმენტალისტის სადებიუტო ალბომი „Doo-Wops & Hooligans“ მაშინვე ნამდვილი სენსაციად, ბრუნო მარსი კი, გლობალურ სუპერვარსკვლავად იქცა, რაც მის მომდევნო ტურნეებზეც დადასტურდა. სტუდიური მუშაობის პარალელურად, ნათელი გახდა, რომ ბრუნო მარსი ახალი თაობის ფავორიტ „ლაივ“ შემსრულებლად იქცა, რომელსაც საკონცერტო და საფესტივალო სივრცეებში ახლებური ენერგიის აკუმულირება შეეძლო. შესაბამისად, მოულოდნელი არ ყოფილა გრემის დაჯილდოებაზე შემდეგი ტრიუმფიც.
ბრუნო მარსის ვარსკვლავური სტატუსი კიდევ ერთხელ დამტკიცდა მომდევნო ალბომებში, სადაც, R&B და ჰიპ-ჰოპის პარალელურად, ბრუნო მარსი საცეკვაო მუსიკის ტენდენციებსაც არ ივიწყებდა.
სხვადასხვა მასშტაბური ფესტივალის, ტურნესა თუ ცალკეული ჰიტის დამსახურებით, ამერიკელი მუსიკოსი დღემდე რჩება სხვადასხვა თაობის საყვარელ შემოქმედად.
ქართველ მსმენელს მისი მოსმენის საშუალება პირველად 1-ელ ოქტომბერს, „Starring Georgia- ს“ ფარგლებში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ექნება.
(რ)