1 სექტემბერს „საქართველოს ლატარიის კომპანია“ გათამაშებებს შეწყვეტს. ლოტოს 796-ე გათამაშება 1 სექტემბერს გაიმართება.
„ეროვნულ ლატარიაში ჩართული მონაწილეების ინტერესების გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ საქართველოს ლატარიის კომპანიის გათამაშებაში მონაწილეობის მიღება 2017 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი“, - განმარტავენ კომპანიაში.
საქართველოს ლატარიის კომპანიაში "საქმის კურსს" განუცხადეს, რომ 1 სექტემბერამდე გათამაშებები ყოველ სამშაბათსა და პარასკევს გაიმართება, 1 სექტემბერს კი სოლიდური ჯეკპოტი გათამაშდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ლატარიის ორგანიზება-ჩატარების ექსკლუზიური უფლების გადაცემის შესახებ ტენდერი 2016 წლის 12 დეკემბერს გაიმართა. თუმცა, ამ დრომდე არ არის ცნობილი კომპანია, რომელმაც ტენდერი მოიგო.

























