1 თებერვალს, დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდი შეფერხებით იმუშავებს, ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.
"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ რომ, დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოებიდან გამომდინარე, 1 თებერვალს 20:00 საათიდან 21:30 საათამდე, შემოსავლების სამსახურის ყველა სისტემა/ელექტრონული მომსახურება (www.rs.ge ; https://eservices.rs.ge/ ) დროებით იქნება მიუწვდომელი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული ინფორმაცია, მითითებულ თარიღში, თქვენთვის აუცილებელი სერვისების/მახასიათებლების გამოყენებისას. შემოსავლების სამსახური ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის", - წერს უწყება.



























