მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“1 თებერვლიდან კერძო ბაღები თუ არ გაიხსნება, 70% ბაზარს დატოვებს”

601046f2e9ac5
ანუკა ჯოხაძე
26.01.21 22:40
1589
“1 თებერვლიდან კერძო ბაღები თუ არ გაიხსნება 70% ბაზარს დატოვებს”, - ამის შესახებ BM.GE-ის საქართველოს კერძო საბავშვო ბაგა-ბაღების ასოციაციის წარმომადგენელმა გიორგი ქალიაშვილმა განუცხადა.

როგორც ქალიაშვილი ამბობს, ამ საკითზე საქართველოს კერძო საბავშვო ბაგა-ბაღების ასოციაციის სახელით წერილი პრემიერის სახელზე მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე დღის წინ შევიდა.

“იქამდე სანამ დახურვების მეორე ტალღა დაიწყებოდა თბილისში 320-მდე კერძო ბაღი იყო, დღეს კი 260-მდე არის შემცირებული. სამწუხაროდ, ვეღარ ვითვლით სრულად დახურული კერძო ბაღების რაოდენობას. ერთ ბაღში სულ ცოტა 7-8 ადამიანი მუშაობს, მცირე ზომის კერძო ბაღზე მაქვს საუბარი. ეს რაოდენობა კი მარტო თბილისში 200 ბაღზე რომ გავამრავლოთ ძალიან დიდი რაოდენობა გამოდის. ზარალი ძალიან დიდია. 1 თებერვლიდან კერძო ბაღები თუ არ გაიხსნება, 70% ბაზარს დატოვებს", - აცხადებს საქართველოს კერძო საბავშვო ბაგა-ბაღების ასოციაციის წარმომადგენელი გიორგი ქალიაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს მასშტაბით როგორც კერძო ისე საჯარო ბაღებმა ფუნქციონირება გასულ წლის მარტში კორონავირუსით დაწესებული შეზღუდვების გამო შეწყვიტეს. თბილისში მათ საქმიანობის აღდგენის უფლება დროებით შემოდგომას ჰქონდათ, მაგრამ მათი ფუნქციონირება 1 თვესაც არ გაგრძელდა. საბავშვო ბაღებმა 12 ოქტომბერს განახლებული მუშაობის შემდეგ აღსაზრდელებისთვის ბაღის კარი 4 ნოემბერს კიდევ დახურეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები