1 წელი ჯანდაცვის სისტემაში DRG-ის დანერგვიდან - 1 ნოემბერს ერთი წელი შესრულდა, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკები დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მიხედვით დაფინანსების ახალ სისტემაზე გადავიდნენ. დაფინანსების DRG-ის მოდელზე გადასვლამ რიგ სამედიცინო მომსახურებაზე არსებული ტარიფების ზრდა, ნაწილზე კი პირიქით კლება გამოიწვია. სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან განსაკუთრებული კრიტიკა მაღალტექნოლოგიურ ოპერაციების ახალ განფასებას მოჰყვა. ამაზე საუბარი იყო ასევე დღევანდელ ჯანდაცვის კომიტეტზეც.