მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1 წელი ჯანდაცვის სისტემაში DRG-ის დანერგვიდან - სად არის გამოწვევები?

1 წელი ჯანდაცვის სისტემაში DRG-ის დანერგვიდან - 1 ნოემბერს ერთი წელი შესრულდა, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკები დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მიხედვით დაფინანსების ახალ სისტემაზე გადავიდნენ. დაფინანსების DRG-ის მოდელზე გადასვლამ რიგ სამედიცინო მომსახურებაზე არსებული ტარიფების ზრდა, ნაწილზე კი პირიქით კლება გამოიწვია. როგორც სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ამბობენ, განსაკუთრებით პრობლემურია მაღალტექნოლოგიური ქირურგიის მიმართულებით არსებული ახალი ტარიფები. ასევე კომბინირებული ოპერაციების შემთხვევაში, ფინანსდება მხოლოდ ერთი ჩარევა, რაც ასევე კრიტიკულად ფასდება კლინიკების მხრიდან. რამდენად მნიშვნელოვანია ტარიფების გადახედვა, ამის შესახებ პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტზე ცნობილმა ონკოქირურგმა ისაუბრა. როგორც ირკვევა DRG-ზე გადასვლის შემდეგ ტარიფები ონკოლოგიურ ქირურგიაზე 5-ჯერ მაინც შემცირდა, არსებული დაფინანსება კი მომსახურების თვითღირებულებასაც ვერ ფარავს. კლინიკებისთვის კი უფრო მომგებიანი შეიძლება იყოს პაციენტები საოპერაციოდ თურქეთის კლინიკებში გააგზავნონ. მაღალტექნოლოგიურ ქირურგიაზე ტარიფების გადახედვას ითხოვს ჯანდაცვის ასოციაციაც. როგორც ირკვევა ახალი დაფინანსების პირობებში პრობლემურია რეანიმაციული ტარიფებიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები