მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

1 წელში გემების მიერ ზღვის დაბინძურებაზე 1 100 000 ლარის ჯარიმა გამოიწერა

3232

2024 წლის 1 ოქტომბრიდან 2025 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით ზღვის დაბინძურების გამო 1 100 000 ლარის ჯარიმა გამოიწერა. შესაბამისი ინფორმაცია BM.GE-მ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან გამოითხოვა.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 1 ოქტომბრიდან გემების მიერ ზღვის დაბინძურებაზე ჯარიმა 100 000-მდე გაიზარდა. მანამდე ჯარიმა 65 ათასი ლარი იყო.

როგორც ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, სულ 11 დარღვევა გამოვლინდა, გარემოსთვის მიყენებული ზარალი კი 58 562 ლარადაა შეფასებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები