მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"1 წელი გავიდა, ვარკეთილის მეტროს ჩამონგრეული ჭერი ვერ გავაკეთეთ, სირცხვილია"

5cad9b206ff09
სალომე მეცხვარიშვილი
10.04.19 11:26
798
1 წელი გავიდა, ვარკეთილის მეტროს ჩამონგრეული ჭერი ვერ გავაკეთეთ, სირცხვილია,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც მეტროში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.

კახა კალაძემ თბილისის ვიცემერს ირაკლი ხმალაძეს დავალება მისცა, დააჩქაროს პროცესები და ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვით განახორციელოს მეტროსადგურების რეაბილიტაცია.

“გვაქვს სერიოზული გამოწვევა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველანაირად მოწესრიგებული. ამდენი ხნის განმავლობაში რამდენიმე ჩამონგრეული სადგური ვერ გავაკეთეთ გარკვეული პრობლემების გამო, ხან პროექტი არ ვარგა, ისეთ პროექტს მოგვაწვდიან, რომ მათი გაკეთება სირცხვილია უბრალოდ. ხან არის- ტენდერი ვარდება. ჩემი თხოვნაა ირაკლი(ხმალაძე), რომ რაც შეიძლება სწრაფად...გააკეთეთ პირდაპირი შესყიდვები. საზოგადოება უყურებს ამას. 1 წელი გავიდა, ვარკეთილის ჩამონგრეული ჭერი ვერ გავაკეთეთ, სირცხვილია”,- აცხადებს კალაძე.

შეგახსენებთ, 2018 წლის იანვარში მეტროსადგურ ვარკეთილის ახალგარემონტებული ჭერი ჩამოინგრა, დაშავდნენ მგზავრები. მოგვიანებით მერიამ განაცხადა, რომ რეაბილიტაციის პროექტი არ ვარგოდა, რამაც დაზიანება გამოიწვია. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. თავად მერიას კი ვარკეთილის მეტროსადგურის ახლიდან რეაბილიტაცია სურს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები