მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 აგვისტოს KobeoFF-ის თანაორგანიზებით Jah Khalib ბათუმს ეწვევა

xalib
25.07.24 10:20
674

10 აგვისტოს აზერბაიჯანული წარმოშობის ყაზახი რეპერი ჯაჰ ხალიბი საქართველოს KobeoFF-ის თანაორგანიზებით ეწვევა და კონცერტს ბათუმში, "სექტორი 26"-ის ყოფილ ტერიტორიაზე გამართავს.

ბილეთების გაყიდვა დღეს, 25 ივლისს 12:00 საათზე დაიწყება.

ორგანიზატორების თქმით, ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც საქართველოს ეწვევა ათობით რომანტიკული ბალადის ავტორი და შემსრულებელი, რომლებიც არაერთი სიყვარულის ისტორიის დასაწყისი გახდა.

"ჯაჰ ხალიბის გამოსვლა ბათუმში ნამდვილი მოვლენაა თანამედროვე მუსიკალური კულტურის სამყაროში. შემოქმედების ყველა თაყვანისმცემელი ისიამოვნებს წარმოუდგენლად ატმოსფერული და სულიერი კონცერტით. მსმენელი სუპერჰიტებს და პოპულარულ ახალ რელიზებს, რომლებსაც მილიონობით თაყვანისმცემელ ჰყავს, სცენიდან მოისმენს. ჰიტების ავტორი: „ლეილა“, „მედინა“, „თუ ჩე ბახი“, „დოჩა“, „შემოდგომა“, „ვეძებდი და ვიპოვე“, „ანგელოზის თანავარსკვლავედი“ ბათუმის მაყურებელს უნიკალურ ენერგიას მისცემს. უნიკალური შოუ კოსმოსში დაუვიწყარ ემოციებს მოგანიჭებთ", - აცხადებენ კონცერტის ორგანიზატორები.

რეპერი თავის ყველაზე ცნობილ ჰიტებთან ერთად მსმენელებს ახალ ნამუშევრებსაც შესთავაზებს. იქამდე კი, სანამ შემსრულებელი სცენაზე დადგება ქართველი და ყაზახი დიჯეები დაუკრავენ.

ორგანიზატორების თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ არტისტი რუსულ ენაზე მღერის, ის ემიჯნება რუსეთის პოლიტიკას და არცერთი კონცერტი აღარ ჩაუტარებია რუსეთში მას შემდეგ, რაც უკრაინაში ე.წ სპეცოპერაცია დაიწყო.

"ვფიქრობ, მსმენელს საინტერესო თავგადასავალი ელის იმ სულისშემძვრელი და ფეთქებადი ჰიტების სახით, რომელსაც ხალიბი ასრულებს", - განაცხადა BMG-სთან KobeOff-ის ორგანიზატორმა.

ბილეთის ფასი 90 ლარიდან 300 ლარამდე იქნება. მაყურებლის რაოდენობა კი, 10-12 ათასი ადამიანი იქნება.

KobeOff-ის გარდა, პროექტის თანაორგანიზატორები არიან: „რენტო ჯგუფი“, რომელიც არტისტის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. ასევე, სასტუმრო "შერატონი"; სასტუმრო "ჰილტონი"; "პრომო ეჯენსი", კომპანია „რექოვერი“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები