მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 დეკემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

პროგნოზი
10.12.23 07:30
1462

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 10 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება.

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალმთაში თოვლი, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ღამით აღმოსავლეთის, დღისით დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +8, +13°, დღისით +11, +16°; მთაში ღამით +4, +9°, დღისით +9, +14°; მაღალმთაში ღამით 0, +5°, დღისით +2, +7°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ღამით შესაძლებელია ძლიერი და ნისლი. დღისით დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +3, +8°, დღისით +11, +16°; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +6, +11°; მაღალმთაში ღამით -3, +2°, დღისით +3, +8°.

თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამისა და დილის საათებში წვიმა.
დღისით ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღის მეორე ნახევრიდან დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +7°,დღისით +15°.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები