მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 დეკემბერს ბიზნეს დაჯილდოება "პასუხისმგებლიანი ბიზნესი 2022" გაიმართება

6384c5407ed02
BM.GE
29.11.22 10:10
683
2022 წლის 10 დეკემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრის“ ინიციატივითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, ტარდება ბიზნეს დაჯილდოება - „პასუხისმგებლიანი ბიზნესი 2022“.

ჯილდო გადაეცემა დამსაქმებლებს, რომლებიც გამოირჩევიან ღირსეული სახელფასო პოლიტიკით, მაღალი პასუხისმგებლობით ყველა პოზიციაზე დასაქმებულების წინაშე, რაც გულისხმობს დასაქმებულის შრომის ადეკვატურ დაფასებასა და ღირსეული ანაზღაურების შეთავაზებას.

გამარჯვებულების გამოვლენისას, შეფასებული იქნება ორგანიზაციის ხედვა და დამოკიდებულება საკანონმდებლო დონეზე მინიმალური ხელფასის განსაზღვრის შესახებ.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც მსხვილ, ასევე საშუალო და მცირე ბიზნეს სუბიექტებს, ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორიდან.

გამარჯვებულს გამოავლენს სპეციალურად შერჩეული, ობიექტური და მიუკერძოებელი ჟიური.

თუ გსურთ, მიიღოთ მონაწილეობა კონკურსში და გახდეთ „პასუხისმგებლიანი ბიზნესი 2022“-ის გამარჯვებული სხვადასხვა ნომინაციაში, უნდა შეავსოთ განაცხადი - https://cutt.ly/F1rSkRo, არაუგვიანეს 2022 წლის 30 ნოემბრისა.

დაჯილდოება თბილისში - 2022 წლის 10 დეკემბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები