10 ფუნტად ნაყიდი ბრილიანტის ბეჭედი Sotheby's აუქციონზე 656 ათას ფუნტად გაიყიდა
10 ფუნტად ნაყიდი ბრილიანტი 656 ათას ფუნტად გაიყიდა. BBC-ის ინფორმაციით, ბრილიანტიანი ბეჭედი ლონდონში Sotheby's აუქციონზე გაიყიდა. აუქციონზე გამოტანამდე ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ბეჭედი 350 ათას ფუნტად გაიყიდებოდა, თუმცა, სოთბის აუქციონზე ბრილიანტი ორჯერ მეტ ფასად გასხვისდა. ირკვევა, რომ ბეჭდის მფლობელმა ის ერთ-ერთ ლონდონურ რაიონში ქუჩის აუქციონზე შეიძინა და წლების განმავლობაში ბიჟუტერია ეგონა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ბეჭედში 26-კარატიანი ბრილიანტია.