გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 10 ივნისს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული ცხელი და ნოტიო ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.
საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი.
სოხუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°;
ბათუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°;
ქობულეთი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°;
ქუთაისი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31°;
ზუგდიდი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°;
ანაკლია: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°;
ოზურგეთი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°;
ონი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°;
ცხინვალი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°;
თბილისი: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°;
მარნეული: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°;
რუსთავი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°;
ახალციხე: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°;
ბორჯომი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°;
ბაკურიანი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°;
სტეფანწმინდა: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°.


























