მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

10 კლასტერი გვაქვს ქვეყანაში, ყველა ქორწილიდან და ქელეხიდან არის - გამყრელიძე

606d91fbce09f
ინგა მურუსიძე
07.04.21 15:05
2234
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ქორწილების და ქელეხების გამო შექმნილი 10 კლასტერი ცირკულირებს.

განცხადება ამირან გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„10 კლასტერია ქვეყანაში ჩამოყალიბებული და ყველა მათგანის ეპიდაფეთქება ქორწილიდან ან ქელეხიდან დაიწყო. უნდა შევთანხმდეთ საზოგადოება, ვიყოთ სოლიდარულები და შევიკავოთ თავი ამ შეკრებებისგან, რადგან ქვეყანაში ინფექცია ცირკულირებს. გვინდა, ისევ ნოემბერი და დეკემბერი?!“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან სხვა შეზღუდვების დაცვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელმა მოიმატა, მაგრამ - მცირედით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები