მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10-ლარიან შემწეობას 125 ათასი ბავშვი იღებს, დახმარების ზრდას 60 მლნ სჭირდება

5bdc41763f49a
BM.GE
02.11.18 16:40
899
დღეის მდგომარეობით, საქართველოში 125,391 არასრულწლოვანი იღებს საარსებო შემწეობას, რაც თვეში 10 ლარს, ანუ დღეში 33 თეთრს შეადგენს. ეს შემწეობა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ბავშვის სულადობის მიხედვით დანამატს წარმოადგენს. დღეს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარადგინა ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველი ოჯახები 16 წლამდე ბავშვებისთვის ხუთჯერ გაზრდილ დანამატს - ანუ თვეში 50 ლარს მიიღებენ. ბახტაძის თქმით, ცვლილება UNICEF-ის რეკომენდაციას უკავშირდება, ხოლო მისი საბიუჯეტო ეფექტის შესახებ მთავრობას სავალუტო ფონდთან კონსულტაციები უკვე ჰქონდა. 

ცვლილება ძალაში 2019 წლიდან შევა. შემწეობის 40 ლარით ზრდას, სოციალურად დაუცველთა არსებული რაოდენობის შენარჩუნების შემთხვევაში, დაახლოებით 60 მილიონი ლარი უნდა დასჭირდეს. 

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ ცვლილება 140,000 ბავშს შეეხება, თუმცა სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტის მიხედვით, 2017 წლის აგვისტოს შემდგომ სოციალურად დაუცველთა ბაზაში არასრულწლოვნების რაოდენობა ამაზე 10-15 ათასით მცირეა. 

"მინდა დავიწყო მნიშველოვანი ამბით. ჩვენ ამის შესახებ საუბარი გქვინდა გაზაფხულზეც, მათ შორის მაშიცნაც როდესაც UNICEF-ის კვლევა გამოქვეყნდა. ჩვენი გუნდის პრიორიტეტი იყო არის და იქნება ადამიანი. ჩვენი ხელისუფლების დროს მოხდა სოციალური პოლიტიკის მიმართულებებით უდიდესი ცვლილებები დაინერგა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა, გაიზარდა პენსიები. 

დღეს საქართველოში სამწუხაროდ ჯერ კიდევ ბევრია ისეთო ბავშვი, რომელსაც ზრუნვა სჭირდება. ჩვენ ვაცნობიერებთ რომ ბავშთა დაცვის სისტემა არის შესაცვლელი. UNICEF-ის რეკომენდაციებზე დაყრდნობით შევიმუშავეთ ახალი სისტემა. 16 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვები და ოჯახები მიიღებენ ხუთჯერ მეტ დახმარებას 50 ლარამდე ავწევთ ჩვენ ამ სოციალურ დახმარებას. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ ამ მხრივ მუშაობას, რათა მათ ჰქონდეთ განვითარების თანაბარი პირობები,"- ამბობს ბახტაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები