კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" სამგორის რაიონის წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, კიდევ ერთი სარეაბილიტაციო პროექტი დაასრულა. სარეაბილიტაციო სამუშაოები პარალელურად რამდენიმე წერტილში მიმდინარეობს.
აღნიშნული სამუშაოების წარმოებისთვის მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 10 მაისს, 23:00 საათიდან ხვალ, 11 მაისის 23;00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ვარკეთილი 3-ის მკ/რ ნაწილს; მოსკოვის გამზირს; წულუკიძის, წულაძის და მიმდებარე ქუჩებს; წყალმომარაგება სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

























