10 მაისს არქიტექტურის სამსახურში მომსახურების ახალი სტანდარტი დაინერგება. თბილისის მერის ინფორმაციით, მერიის ცენტრალური აპარატის რეორგანიზაცია დასრულდა. კახა კალაძემ დღეს არქიტექტურის სამსახურში არსებულ გამოწვევებსა და ხარვეზებზე ისაუბრა, რომლის ადრესატიც მისი თქმით, ბიზნეს-სექტორი და არქიტექტურის სფეროში მომუშავე ადამიანები არიან.
"გამოვლენილია ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიც მათ აწუხებთ და ყველა ის მიზეზი, რომელიც ამ პრობლემების გამომწვევია. შექმნილია კონკრეტული ინსტრუმენტები და მექანიზმები მათ დასაძლევად. რაც სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევდა, ეს იყო მომსახურების ვადების სისტემური დარღვევა, არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებები. ერთიდაიგივე საკითხის რამდენჯერმე დახარვეზება და ა.შ. ყველა ეს პრობლემა მოგვარებუალი, პრობლემების ნაწილი მოგვარების პროცესშია", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით პრობლებემი იყო არქიტექტურის სამსახურის მენეჯმენტსა და შემსრულებელ რგოლებში.

























