მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$10 მილიონიანი ინვესტიცია „რუსთავის აზოტში“ - რა გეგმები აქვს ინვესტორს?

საერთაშორისო ბაზრებზე სასუქების გაიაფებას ელიან. გალტ ენდ თაგარტის მონაცემებით, 2024 წლის ოქტომბერში ამონიუმის ნიტრატის ფასი თვიურად 1 %-ით შემცირდა. საინვესტიციო ბანკის ნედლეულის ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, სასუქებზე გლობალური მოთხოვნა წლიურად უმნიშვნელოდაა გაზრდილი და კვლავ სასურველზე დაბალი რჩება, ხოლო მსოფლიო ბანკის უახლესი მონაცემებით, სასუქების ფასები 2024 წლის ბოლოს წლიურად მკვეთრად შემცირდება და მცირედი კლების ტენდენცია მომავალ წელსაც შენარჩუნდება. გლობალურ ბაზრებზე სასუქებზე ფასების კლების ტენდენცია გავლენას საქართველოს ბაზარზე კვლავ ახდენს. 9 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 82.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აზოტოვანი სასუქები გავიდა, რაც წლიურად 33.2%-ით შემცირებული მაჩვენებელია. რაც შეეხება მოცულობას, 9 თვეში სულ 304 219 ტონა სასუქი გაიყიდა, რაც წლიურად 6%-იან კლებას წარმოადგენს. რა ტენდენციებია გლობალურ ბაზარზე და როგორ აგრძელებს საქმიანობას საქართველოში სასუქების მწარმოებელი კომპანია რუსთავის აზოტი, სადაც ქარხნის გეგმიურ სარემონტო სამუშაოებზე წელს 10 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო.

სტუმარი: ლევან ბურდილაძე - “ინდორამა კავკასუსის” დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები