მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

10 ნოემბერი: 656 მძიმე პაციენტია, 265 მოქალაქე ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

5faa3de8aadc3
ინგა მურუსიძე
10.11.20 11:20
668
ამ დროისთვის საქართველოში covid-19-ის 15 713 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. 4 709 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 361, აჭარაში - 732. ინფორმაცია უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა.

"მძიმე პაციენტი გვყავს 656, მათ შორის, თბილისში - 341, აჭარაში - 109. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 265 პირი - მათ შორის, თბილისში - 153, აჭარაში - 60. 3 066 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 542 - აჭარაში, ხოლო 1 053 - თბილისში. 7 938 ადამიანი მკურნალობს ბინაზე", - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

10 ნოემბრის სრული სტატისტიკა ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 63650
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 47390
მათ შორის გარდაცვლილი - 521
კარანტინის რეჟიმში - 2765
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4709
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3066
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები