მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 ნოემბერი ბუღალტრის დღედ გამოცხადდა

ფინანსები

10 ნოემბერი ბუღალტრის პროფესიულ დღედ გამოცხადდა - შესაბამისი ბრძანება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით მჭედლიძემ გამოსცა. პროფესიული დღე დასვენების დღეს არ ნიშნავს და ის ბუღალტრების პროფესიული ღვაწლისთვის პატივის მიგებისთვის არის განსაზღვრული.

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებულ ბრძანებაში წერია:

"მუხლი 1)

ბუღალტერთა განსაკუთრებული ღვაწლის დაფასების მიზნით, განისაზღვროს ბუღალტრის პროფესიული დღე.

მუხლი 2)

ბუღალტრის პროფესიული დღე აღინიშნოს ყოველწლიურად, 10 ნოემბერს.

მუხლი 3)

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე,"- ნათქვამია ბრძანებაში.

ბუღალტერთა პირველი პროფესიული დღის აღნიშვნა 2024 წლის 10 ნოემბერს მოხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები