მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 ნოემბერი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

საქართველო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 10 ნოემბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი ცივი და ნოტიო ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან მოქმედი თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.

საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში დღის მეორე ნახევრამდე უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან წვიმა, ჩრდილო მაღალმთიან ზონაში ზოგან თოვლი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, აღმოსავლეთში ზოგან ძლიერი.

სოხუმი: დღის მეორე ნახევრამდე წვიმა. +16°.
ბათუმი: დღის მეორე ნახევრამდე წვიმა. +17°.

ქობულეთი: დღის მეორე ნახევრამდე წვიმა. +16°.
ქუთაისი: წვიმა. +16°.
ზუგდიდი: დღის მეორე ნახევრამდე წვიმა. + 17°.
ანაკლია: დღის მეორე ნახევრამდე წვიმა. +17°
ოზურგეთი: წვიმა. +17°.
ონი: დღის მეორე ნახევრამდე წვიმა. +12°
გორი: დღის მეორე ნახევრამდე წვიმა. +15°
ცხინვალი: დღის მეორე ნახევრამდე წვიმა. +14°.
თბილისი: უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, დროგამოშვებით ძლიერი. +18°
მარნეული: უმეტესად უნალექოდ. +17°
რუსთავი: უმეტესად უნალექოდ. +19°
ახალციხე: მცირე წვიმა. +13°
ბორჯომი: მცირე წვიმა. +14°
ბაკურიანი: დილით შესაძლებელია მცირე ნალექი. + 8°
ახალქალაქი: დილით შესაძლებელია მცირე ნალექი. +8°
სტეფანწმინდა: უმეტესად უნალექოდ. +6°
თელავი: უმეტესად უნალექოდ. +17°

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები