მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 სასწავლებელი, რომელთა კურსდამთავრებულები ხშირად მილიარდერები ხდებიან

607de1d88db98
BM.GE
20.04.21 00:30
3782
Forbes-ის მილიარდერთა სია 2 755 ადამიანისგან შედგება – მათ ნაწილს უმაღლესი განათლება საერთოდ არა აქვს მიღებული, ზოგიერთი უნივერსიტეტიდან გარიცხული სტუდენტების რიცხვს მიეკუთვნება (მაგალითად, ბილ გეიტსი და მარკ ცუკერბერგი).

ამის მიუხედავად, Forbes-ი გვთავაზობს იმ სასწავლებლების ჩამონათვალს, რომელთა კურსდამთავრებულების სიას ყველაზე მეტი უმდიდრესი ადამიანი განეკუთვნება.

ჰარვარდის უნივერსიტეტი (Harvard University)
მილიარდერების რაოდენობა: 29
ჯამური ქონება: $207 მილიარდი

29-დან 17 კურსდამთავრებული ფინანსებისა და ინვესტიციების მიმართულებით საქმიანობს. მათ შორის სამნი მილიარდერთა სიის ახალი წევრები არიან: ძმები ვინკელვოსები და Goldman Sachs-ის ყოფილი აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ლოიდ ბლანკფეინი.

პენსილვანიის უნივერსიტეტი (University of Pennsylvania)
მილიარდერების რაოდენობა: 28
ჯამური ქონება: $284.8 მილიარდი

კურსდამთავრებულთაგან ყველაზე ცნობილი ადამიანები აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და ილონ მასკი არიან. ასევე, პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლობდა გარი ლაუდერი, რომლის სახელიც კოსმეტიკის გიგანტს, Estée Lauder-ს უკავშირდება.

სტენფორდის უნივერსიტეტი (Stanford University)
მილიარდერების რაოდენობა: 28
ჯამური ქონება: $124.4 მილიარდი

ახალგამდიდრებულთაგან ყველაზე მეტმა სწორედ სტენფორდის უნივერსიტეტი დაამთავრა. მათი სახელები უკავშირდება ისეთ კომპანიებს, როგორიცაა Carvana, DoorDash-ი, Nubank-ი, Robinhood-ი და სხვ.

იელის უნივერსიტეტი (Yale University)
მილიარდერების რაოდენობა: 21
ჯამური ქონება: $140.8 მილიარდი

იელის უნივერსიტეტში სწავლობდნენ ტკბილეულის ბაზრის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები – ჯონ, ვალერი და ვიქტორია მარსები.

მუმბაის უნივერსიტეტი (Mumbai University)
მილიარდერების რაოდენობა: 20
ჯამური ქონება: $162.8 მილიარდი

მუმბაი ერთადერთია მილიარდერთა რაოდენობის თვალსაზრისით იმ წარმატებული უნივერსიტეტებიდან, რომელიც აშშ-ში არ მდებარეობს. მისი კურსდამთავრებული მუკეშ ამბანი კი უმდიდრესი ადამიანია აზიაში.

კორნელის უნივერსიტეტი (Cornell University)
მილიარდერების რაოდენობა: 18
ჯამური ქონება: $65.1 მილიარდი

როგორც Forbes-ი წერს, კორნელის უნივერსიტეტის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი Citigroup-ის ხელმძღვანელი, სენდი ვეილია – მისი ქონება $1 მილიარდს შეადგენს.

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი (University of Southern California)
მილიარდერების რაოდენობა: 15
ჯამური ქონება: $58.5 მილიარდი

ყველაზე მდიდარი კურსდამთავრებული მარკ ბენიოფია (ქონება – $9 მილიარდი). USC-ში სწავლობდა ასევე ჯორჯ ლუკასი.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (Massachusetts Institute of Technology)
მილიარდერების რაოდენობა: 14
ჯამური ქონება: $104 მილიარდი

MIT-ში სწავლობდნენ Koch Industries-ის მფლობელები, ჩარლზ და უილიამ კოხები.

პრინსტონის უნივერსიტეტი (Princeton University)
მილიარდერების რაოდენობა: 11
ჯამური ქონება: $288.4 მილიარდი

მართალია, პრინსტონის უნივერსიტეტი ათეულში მე-9 ადგილს იკავებს, თუმცა უმდიდრესი კურსდამთავრებულების ჯამური ქონების მიხედვით, ის ლიდერია.

კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი (University of California, Berkeley)
მილიარდერების რაოდენობა: 11
ჯამური ქონება: $82.6 მილიარდი

პანდემიის დროს გამდიდრებულების სიიდან ორი ადამიანი სწორედ კალიფორნიის უნივერსიტეტში სწავლობდა – მათ შორის, რობერტ ლენჯერი, რომლის სახელსაც Moderna-ს მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკავშირდება.

Forbes.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები