მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

10-ცალი კვერცხის ქსელში შესატანი ფასი ₾5.65-ია. ქსელში ზოგან ₾6, ზოგან ₾6.50 ღირს - გააჩნია აპეტიტს“ - "დილა"

დილა

"დილას პროდუქტების" დირექტორი ამბობს, რომ მათი კვერცხის ფასი, რომელიც ქეშბექსაც მოიცავს, ქსელში შეტანისას 5.65 ლარია, თუმცა ყველა ქსელური მარკეტი აპეტიტის მიხედვით, თავის ფასში ყიდის. ამის შესახებ გია ლობჟანიძემ პარლამენტის ფასების კომისიის პირველ სხდომაზე განაცხადა.

"ჩვენს შემთხვევაში 1 კვერცხის პირველი კატეგორიის ფასი დაახლოებით 56.5 თეთრია, ანუ 10-ცალიანი შეფუთვის შესატანი ფასი ყველა ქსელში 5.65 ლარია. შემდეგ ყველა ქსელში სხვადასხვა ფასი ღირს - 6 ლარი, 6.20 ლარი, ზოგან 6.50 ლარი - გააჩნია აპეტიტს", - აცხადებს გია ლობჟანიძე.

მეწარმე განმარტავს, რას მოიცავს ქეშბექი და ამბობს, რომ მათი კომპანიის შემთხვევაში, ეს პროდუქტის ღირებულების 26-27%-ს შეადგენს. გია ლობჟანიძე ასევე განმარტავს, რომ ეს პროცენტი თავდაპირველად 10-11% იყო, თუმცა ბოლო 6 წელიწადი გაორმაგებულია.

"ქეშბექი არის ის თანხა რაც მე ჯიბიდან დავხარჯე - აქ არის მოჭრილი პროცენტი, რომელიც მე მაღაზიაში უნდა გადავიხადო, შემდეგ არის პროგრესული გეგმა, ანუ თუ გაყიდა 1 მლნ კვერცხი, 1%-ს ვამატებ, თუ 2 მლნ - 2%-ს, შემდეგ არის აქციები, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემს კვერცხზე მაღაზიასთან ერთად ვაკეთებ ფასდათმობას და ობიექტების გახსნა, არსებობს რაღაც ნიხრი სადაც მოცემულია კონკრეტული ფორმატის მაღაზიაში შესვლისთვის რამდენი უნდა გადავიხადო - ეს თანხა ერთიანად იკრიბება და ჩემ შემთხვევაში ეს თანხის 26-27%-ს შეადგენს", - განმარტავს გია ლობჟანიძე.

„კოდა“ წარმოების დირექტორი გიორგი ავალიანი კი განაცხადა, რომ ქეშბექის გარდა მათთვის ქსელური მარკეტებიდან გაყიდული პროდუქტის თანხის დაგვიანებით ჩარიცხვები კომპანიის ხარჯებს ზრდის, რაც ფასზე აისახება.

"განმარტავს, რომ ქეშბექის გარდა მწარმოებელი კომპანიებისთვის პრობლემას წარმოადგენს - საკონსიგნაციო პერიოდი მოიცავს 45 დღეს, 2 თვეს, რაც პრობლემას წარმოადგენს, რადგან მომწოდებელი, რომელსაც ნედლეული მოაქვს ჩვენამდე მაქსიმალურად სწრაფად ცდილობს თანხა წაიღოს ჩვენგან და ამ საკონსიგნაციო პერიოდში ვსარგებლობთ საბანკო სესხებით, სადაც რა პროცენტების გვაქვს - ცალკე განხილვის თემაა და კომპანიისთვის ესეც ხარჯია. თუ დაგვიანების პერიოდი შემცირდება, კომპანიას გაუჩნდება თავისუფალი ქეში და ეს ფასზე აისახება", - განმარტა გიორგი ავალიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები