მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 წელში არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირებაზე ₾28 მილიონამდე დაიხარჯა | სოფლის განვითარების სააგენტო

ვაშლი

10 წლის განმავლობაში სახელმწიფომ გადამმუშავებელი კომპანიების მიერ არასტანდარტული ვაშლის შესყიდვა 27 964 351 ლარით დაასუბსიდირა. ამის შესახებ სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე, პროექტების არქივში არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის შედეგებში წერია.

საქმე ის არის, რომ 10-წლიანი სუბსიდირების შემდეგ, სახელმწიფომ პროგრამის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაშლის კონცენტრატის მწარმოებელი კომპანიები სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირებას აღარ მიიღებენ.

სოფლის განვითარების სააგენტოს მონაცემებით, პროგრამა 2014 – 2025 წლებში ხორციელდებოდა. სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში კომპანიების მიერ შესყიდული არასტანდარტული ვაშლის რაოდენობამ 309,863,388 კილოგრამი შეადგინა, რომლის საერთო ღირებულება 74,096,330 ლარი იყო. სააგენტოს სუბსიდია გაეწია 24 ხილის გადამმუშავებელ კომპანიას ჯამური თანხით 27,964,351 ლარი.

სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა მიზნად ისახავდა მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირების მიერ მიღებული არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ღონისძიებების ხელშეწყობას.

სუბსიდირების პროგრამის მიხედვით, გადამმუშავებელი კომპანიები 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლზე სახელმწიფოსგან 10 თეთრს იმ შემთხვევაში იღებდნენ, თუ ისინი პროდუქტს მინიმუმ 27 თეთრად ჩაიბარებდნენ. 2025 წელს სახელმწიფომ ჩაბარების მონიტორინგი გაამკაცრა, რაც პროცესის სრული ვიდეოჩაწერას, ელექტრონული სასწორის გამოყენებას და მონიტორინგის ცენტრისთვის ჩანაწერებზე სრულ წვდომას ითვალისწინებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები