მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 წელში ჩაის პლანტაციების ფართობი თითქმის განახევრდა, ციტრუსის ბაღები კი 8%-ით შემცირდა

ჩაი

საქართველოში 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგების მიხედვით, ბოლო ათწლეულში ჩაის პლანტაციების ფართობი მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო ციტრუსის ნარგავების ფართობმა კი 8%-ის კლება განიცადა.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს სასოფლო მეურნეობების სარგებლობაში არსებული ჩაის პლანტაციების ფართობმა 2.1 ათასი ჰექტარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2014 წელს ეს მაჩვენებელი 4.6 ათასი ჰექტარი იყო. შესაბამისად, ათ წელიწადში ჩაის პლანტაციების ფართობი 54.3%-ით, ანუ 2.5 ათასი ჰექტრით შემცირდა.

კლება დაფიქსირდა ციტრუსის პლანტაციებშიც. 2024 წლის აღწერის მიხედვით, ციტრუსის ბაღების ფართობი 6.8 ათასი ჰექტარია, რაც 2014 წლის 7.4 ათას ჰექტართან შედარებით 8.1%-ით ნაკლებია. აბსოლუტურ მაჩვენებელში შემცირება 0.6 ათას ჰექტარს შეადგენს.

მიუხედავად ამისა, მრავალწლოვანი ნარგავების საერთო ფართობი ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2014 წელს მრავალწლოვანი ნარგავები 109.6 ათას ჰექტარს მოიცავდა, ხოლო 2024 წლისთვის 176 ათას ჰექტარამდე გაიზარდა, რაც 60.6%-იანი ზრდაა. განსაკუთრებით მკვეთრად - 81.5%-ით გაიზარდა ვენახების ფართობები 59.9 ათას ჰექტარამდე გაიზარდა. ხეხილის ფართობმა კი 93.ა ათას ჰექტარს მიაღწია.

კენკროვანი კულტურებით დაკავებული მიწის ფართობი 0.8 ათასი ჰექტრიდან 4.3 ათას ჰექტრამდე გაფართოვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები