ფაროსანა როგორც დაუმარცხებელი პრობლემა - მავნებლის მხრიდან წარმოქმნილ გამოწვევებზე ამჯერად ციტრუსის ფერმერები საუბრობენ. ამბობენ, რომ წელს, მანდარინი ფაროსანას მიერ მასობრივად არის დაკბენილი. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა კვლავინდებურად უწევთ მეთხილეებსაც. ფერმერები აცხადებენ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან პერიოდული შეწამვლით სამუშაოები საკმარისი აღარ არის და ამ მიმართულებით თუ უფრო აქტიური მუშაობა არ დაიწყება, ფაროსანას პრობლემა სხვა კულტურებსაც ექნება, რაც მომდევნო 3-5 წლიან პერსპექტივაში სოფლის მეურნეობის დარგს მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის.