მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 თვეში ავტომფლობელებმა ₾208 მილიონის ჯარიმები გადაიხადეს

ვიდეოჯარიმა

2026 წლის იანვარ-ოქტომბერში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით 208 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი.

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9 მლნ ლარით, ანუ 4%-ით ნაკლებია.

დოკუმენტის თანახმად, ჯარიმებიდან 83.3 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 124.9 მილიონი კი - ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები