საქართველოში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 510 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის ათი თვის განმავლობაში, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მოცულობა 1 350 კუბურ მეტრს აღწევს, ხოლო სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების შემთხვევებმა 56 შემთხვევა გამოვლინდა.
უწყების ცნობით, 2025 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 510 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 55 ფაქტი მხოლოდ ბოლო პერიოდში გამოვლინდა. უკანონოდ მოპოვებული დაახლოებით 150 კუბური მეტრი ხე-ტყე სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.
“ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 16 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 4 - სამცხე-ჯავახეთის, 9 - გურიის, 11 - ქვემო ქართლის, 5 - კახეთის, მცხეთა-მთიანეთის - 6, სამეგრელო-ზემო სვანეთის - 3, ხოლო 1 - შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.
ამავე პერიოდში, სამეგრელო ზემო-სვანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში გამოვლინდა სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 2 ფაქტი”, - წერია განცხადებაში.




























