მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 თვეში საქართველომ ტურიზმიდან 2 მლრდ 817 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო

5c062d4ad51db
თელარა გელანტია
04.12.18 11:24
788
2018 წლის იანვარი-ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში უცხოური ტურიზმიდან შემოსავალმა საქართველოში 2 მლრდ 817 მილიონი დოლარი შეადგინა (ზრდა +19.9%), რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 468 მილიონით მეტია.

ამასთან, 2018 წლის I-II კვარტლის მდგომარეობით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 1,361 მილიონ დოლარს (ზრდა +28.9%) ანუ 305 მილიონით მეტი, ვიდრე წინა წლის იგივე პერიოდში.

შეგახსენებთ: 2017 წლის ჯამური მონაცემებით, უცხოური ტურიზმიდან საქართველომ 2.7 მილიარდი (2,704,339,872) დოლარის (ზრდა +28.1%) შემსავალი მიიღო, რაც 594 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ცნობისთვის: ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის I-II კვარტლის მონაცემებით, 7.1% იყო. ზრდა წინა წელთან შედარებით +17.2%-ია.

2017 წლის ჯამური მონაცემებით, ტურიზმის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.8% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.5%.

2018 წლის 11 თვეში საქართველოში 8 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები